ირაკლი კობახიძე: ნოდარ მელაძე ეს არის აბსოლუტური ფსკერი პოლიტიკაში

„ნოდარ მელაძე ეს არის აბსოლუტური ფსკერი პოლიტიკაში და მედიაში. ეს პირდაპირ აისახა ამ კონკრეტული ტელევიზიის მედია გაშუქებაზე და ამის ერთ-ერთი ყვეაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ის სიუჟეტი, რომელიც ახალშობილის დაღუპვასთან დაკავშირებით გავიდა ტელევიზიის ეთერში. ამას არ ვიცი, მორალური თვალსაზრისით რა შეფასება უნდა გაუკეთდეს“, – განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ პოსტვ“-ის ეთერში.

მისი თქმით, აღნიშნული სიუჟეტი იმდენად მორალურ ზღვარს მიღმაა, რომ შეფასების გაკეთებაც კი რთულია.

„ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებზეც აღარ არის საუბარი, ელემენტარულ ადამიანურ სტანდარტებზეა საუბარი. არ აქვს ასეთი ღირებულებები ნოდარ მელაძეს და როდესაც შენს ტელევიზიაში ნოდარ მელაძეს ეგუები, შენც ნოდარ მელაძე ხარ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, თითოეული ჟურნალისტი რომელიც მუშაობს ტვ „პირველში“, იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც აქვს ნოდარ მელაძეს.​

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: თეორიულად დავუშვათ, რომ ოპოზიცია გახდა ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული მუქარაა სახეზე
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : “რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ვერც “კოვიდ-19-ის” პანდემიამ შეაჩერა”