21.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
banner

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს.
“ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 
ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.
banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე: ივანიშვილის სისტემაში მხოლოდ პაიკები არიან – მდინარაძის წასვლა კობახიძესაც უკავშირდება
შემდეგი სტატიათამბაქოს კონტროლის ალიანსი ელექტრონული სიგარეტის უკანონო რეკლამაზე ჯარიმების გაზრდას ითხოვს