ირაკლი კობახიძე – ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება ძალიან მალე, ამ სესიის განმავლობაში გვესაჭიროება

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება ძალიან მალე, ამ სესიის განმავლობაში გვესაჭიროება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის შიგნით პოზიციები ჯერჯერობით კვლავ არ არის შეჯერებული.

„ძალიან მალე უნდა შევაჯეროთ ეს პოზიციები. ძალიან მალე უნდა დაიწყოს საბოლოო განხილვა და მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც ეხება ნარკოპოლიტიკას საქართველოში. ამ სესიის განმავლობაში აუცილებლად გვესაჭიროება ამ კანონპროექტის მიღება იმისათვის, რომ საბოლოოდ წარმატებით დასრულდეს ის დისკუსია, რომელიც საზოგადოებაში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით წარიმართება. მთავარია პოზიციების შეჯერება. დღემდე არის განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით, ამიტომ აქაც იგივე სირთულე გვაქვს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში. ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული არგუმენტები. მე პირადად განვაცხადე, რომ სიღრმისეული არგუმენტები არ მომისმენია არცერთი მხრისგან, რასაც მოჰყვა კრიტიკა, თუმცა შემიძლია, დღესაც იგივე გავიმეორო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მიმდინარეობს გარკვეული ზედაპირული დისკუსიები, თუმცა მეტი სიღრმის შემთხვევაში უფრო მარტივად მიიღებენ გადაწყვეტილებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა – ბაღებში კვების სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
შემდეგი სტატია“უცნობის” სიძე ბიზნესომბუდსმენსა და ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელს მიმართავს