ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად დაშლის პირასაა, არჩევნების შემდეგ ეს პროცესი უფრო დიდი ტემპით გაგრძელდება

“ნაციონალური მოძრაობა” არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ცდილობენ, სხვადასხვა ხერხებით აუმაღლონ მოტივაცია თავიანთ აქტივს, აქციას არის ალბათ ამის ერთ-ერთი მექანიზმი. ასეთი კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 5 ოქტომბრისთვის აქციის დაგგემვას.

„რეალურად, მძიმე მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა“. პარტია პრაქტიკულად დაშლის პირას არის. არჩევნების შემდეგ, როცა საბოლოოდ გაფორმდება ჩვენი ამომრჩევლის მიერ ამ ორგანიზაციის მარგინალიზაცია, კიდევ უფრო დიდი ტემპით გაგრძელდება „ნაცმოძრაობაში“ რღვევის პროცესი. არიან იქ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, გააგრძელონ საქმიანობა დანაშაულებრივ- პოლიტიკურ გაერთიანებისთან“,-აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: გორში გადაღებული სააკაშვილის ფოტო შიშის სიმბოლო გახდა
შემდეგი სტატია,,იურმალაში სამმა პრემიერმა და ერთი ათმა საგარეო მინისტრმა ქალაგგარეთ გამიყვანა და მაწვებოდნენ”