ირაკლი კობახიძე: ,,ნაციონალური მოძრაობის” 27% მოულოდნელი იყო, მათ შეძლეს ამომრჩევლის მობილიზება

”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის ელოდა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ დაბალი რეტინგი ექნებოდა და მიღებული 27% მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
თუმცა, როგორც კობახიძემ სალომე ასათიანის გადაცემა ,,ინტერვიუში“ საუბრისას განაცხადა, მისთვის მთავარი იყო ,,ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელი გამარჯვება მოეპოვებინა, რაც ასეც მოხდა.

”დაფიქსირდა 27%-იანი მაჩვენებელი. ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ პოლარიზაციის შედეგია. ”ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო კამპანია პოლარიზაციისკენ მიჰყავდა. მათი 4-წლიანი სტრატეგია, რაც პირველ რიგში, ”რუსთავი2”-ის მეშვეობით განხორციელდა, პოლარიზაციისაკენ იყო მიმართული. ამ პოლარიზაციის შედეგი იყო, რომ გამოიკევთა ორი ძალა – ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც თანდათანობით მოახერხა მის გარშემო ამომრჩევლის მობილიზება”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ კეკენაძე: “თავისუფალი დემოკრატები” სრული შემადგენლობით ჭიათურისკენ ვიქნებით მობილიზებულნი
შემდეგი სტატია“ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის და ჩვენი სტრატეგიული ინტერესების ღალატი”