(video) ირაკლი კობახიძე : “ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის 50-ე უბნის ჩაშლას გეგმავს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა სადაც მან არჩევნების მიმდინარეობაზე ისაუბრა მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა“ მარნეულის 50-ე უბნის ჩაშლას აპირებს.

„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინდელ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამ ინფორმაციაზე კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საქმე ეხება რომ თითქოს ქართული ოცნების მხრიდან საჯარო მოხელეებს და დავალებული აქვს ოთკუთხედი ფორმის ბიულეტენების შემოხაზვა ეს არის დეზინფორმაცია ამაზე ჩვენ გუშინაც გავაკეთეთ განცხადება და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენ ვეთანხმებით არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს ეს არის კანონის დარღვევა ასეთი რამ ჩვენი მხრიდან არ მომხდარა ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაც.მოძრაობას აქვს განზრახული მარნეულის 50-ე საარჩევნო უბნის ხელოვნური ჩაშლა ასეთი რამ დაუშვებელია მოვუწოდებ ჩვენს დამკვირვებლებს ასეთი რამ არ დაუშვან“- განაცხადა კობახიძემ.

https://www.youtube.com/watch?v=dSrK7YzP8AU&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : კარგი არჩევანი გავაკეთე, შეიძლება გვარის თქმა?
შემდეგი სტატიამარნეულის 50-ე უბანზე მცირე ხარვეზები ფიქსირდება-ცესკოში ოთარ კახიძის განცხადებას პასუხობენ