ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია. ისინი არიან თვითგანადგურების რეჟიმზე გადასული. დღეს ჩვენ უკვე ვიხილეთ ერთ-ერთი პარტიის სისრულეში მოყვანილი თვითგანადგურება. პრაქტიკულად, თავი გაინადგურა „პატრიოტთა ალიანსმა“ იმით, რაც გააკეთა გუშინ, როდესაც უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ახლა პოლიტიკურ ველზე გაჯანსაღების პროცესი მიმდინარეობს. „ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და იმედი გვაქვს, რომ ეს თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება. „ევროპული საქართველო“ ისედაც განადგურებულია. ესაა ჯანსაღი, დემოკრატიული პროცესი. საბოლოო ჯამში უნდა ვიხილოთ ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი“, – აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკავკასიის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიაკობახიძე: მნიშვნელოვანია ის, რომ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა