ირაკლი კობახიძე: “ნაციონალურ მოძრაობას” დესტაბილიზაციის ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” დესტაბილიზაციის კონკრეტული გეგმა აქვს, თუმცა ამ გეგმის აღსრულების რესურსი ნამდვილად არ გააჩნია.

“ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადებები მოსალოდნელი პროვოკაციების თაობაზე, და ჩვენ ამ განცხადებებზე ვაგებთ პასუხს, ეს განცხადებები შეესაბამება სინამდვილეს, იმ სინამდვილეს, რომელიც იგეგმება “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებში. “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა დესტაბილიზაციის, თუმცა მათ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ გეგმის აღსრულების რესურსი ნამდვილად არ აქვს, ეს არის უსუსური პოლიტიკური ძალა და ჩვენს ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ყოველგვარი არეულობა და დესტაბილიზაცია აღკვეთოს საქართველოში”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადო როლი შეასრულონ საარჩევნო პროცესში.

“როდესაც იყო საუბარი წარსულში მომხდარ ინციტენდებზე, მაგალითად, იგივე კორცხელის ინციდენტზე, იქ არაერთხელ ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი ჩართულობა მართებდა და დღეს ეს ასე უნდა მოხდეს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ინციდენტების პრევენციაში, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფუნქციას სათანადოდ შეასრულებს”, – აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ოთხი წელიწადი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ხარისხობრივად შეიცვალოს დევნილების მდგომარეობა რუსთავში
შემდეგი სტატიაამ წუთებში ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს