ირაკლი კობახიძე – მთელი რადიკალური ოპოზიცია არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

სინამდვილეში, მთელი რადიკალური ოპოზიცია არის „ნაცმოძრაობა“. ხელოვნურად, ფორმალურად არიან დაყოფილი თითქოს პარტიებად, მაგრამ მთლიანობაში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ერთი საფუძველი და საერთო მომავალი აქვთ.

ამასთან, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მმართველ გუნდს მყარი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში და კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში.

„თვითონ პარტია „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, იგივე გახარია, ვაშაძე, „გირჩი“ და ასე შემდეგ – ყველა ეს პარტია არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მათ აქვთ ერთი საფუძველი, ერთი საწყისი და მათ აქვთ საერთო მომავალი. აქედან გამომდინარე, სინამდვილეში, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. დანარჩენი არის უკვე მათემატიკის ამბავი, ამ მათემატიკით არაფერი შეიცვლება. ჩვენ დღეისათვის გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა საზოგადოებაში, ჩვენთვის მთავარია, ეს მხარდაჭერა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ, რისი ყველანაირი რესურსიც არსებობს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში, რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: უნივერსიტეტი პოლიტიკური აქტივობის ადგილი არ არის, ამის საშუალებას არავის მივცემთ
შემდეგი სტატიათიბისის ქეშბექების აქცია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად