ირაკლი კობახიძე – მთავარი ამოცანა არის პანკისის მოსახლეობასთან ურთიერთობის მოწესრიგება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავარი ამოცანა პანკისის მოსახლეობასთან ურთიერთობის მოწესრიგებაა.

მისი თქმით, იყო სერიოზული პრობლემა იყო, რომელსაც მოგვარება სჭირდება.

„ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ისტორიულად – ქართველებსა და ქისტებს შორის, თუ რა ურთიერთობა გვაქვს და რა თქმა უნდა, კანონიც უნდა იყოს დაცული. ხელისუფლება ამ პრინციპებით იხელმძღვანელებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის 21 აპრილს დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად, სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველი იყო.

სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე უნდა აშენდეს.

banner
წინა სტატიაშირაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძეს, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება, თუმცა მწარე გამოცდილება მაქვს და მარტივად არ ვუჯერებ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ყველა ფორმატს ვიყენებთ, რომ მაქსიმალურად გავამახვილოთ ჩვენი პარტნიორების ყურადღება ოკუპაციის პრობლემაზე