9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, 3-5 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს,– ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

“საქართველოს მთავრობის მეთაური 3 თებერვალს მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე – ინვესტიციების მომავალი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”,– ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ბათუმში – ცეცხლი მეორადების მაღაზიას გაუჩნდა
შემდეგი სტატიამასწავლებელს, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება მოსწავლეზე ძალადობის გამო შეუწყდება, სკოლაში დასაქმება 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება