9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ირაკლი კობახიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი ინიციატივის წარმდგენები ქართველი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან.

„მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა. აქაც ხედავთ, რომ ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ამ ქვეყნებთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. იგივე ხაზის გაგრძელებაა, ამიტომ, ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიიან კელი- “ტირანია იყო მაშინაც და ტირანიაა ახლაც”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: თურმე თსუ ყოფილა ჰარვარდი,სტუ – კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი – ოქსფორდი, ოპინენტების კამპანია სიყალბეზეა აგებული