ირაკლი კობახიძე: „მნიშვნელოვანია, ადამიანების მიმართ გამოვხატოთ თანადგომა არა მხოლოდ სიტყვიერად არამედ, კონკრეტული ნაბიჯებით“

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 2, 2020 21:26

ირაკლი კობახიძე: „მნიშვნელოვანია, ადამიანების მიმართ გამოვხატოთ თანადგომა არა მხოლოდ სიტყვიერად არამედ, კონკრეტული ნაბიჯებით“

მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.

„გუნდში არა ერთი ინიციატივა იყო მოწოდებული ჩვენი პარტიის წევრების მხრიდან, რომელიც საზოგადოების, თანამოქალაქეების თანადგომას უკავშირდებოდა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პირველ ეტაპზე მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის ერთგვარი სოლიდარობის აქცია, რომელშიც ჩართული არიანიან ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები – საქართველოს მთავრობის წევრები, პრემიერ მინისტრი, მინისტრები, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ანუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტში. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი იყო სოლიდარობის გამოხატვა და დიდი იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო განევრცობა ჩვენი პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა წრე, იმ პირთა წრე, რომლებიც ამ სოლიდარობის აქციაში ჩაერთვებიან“, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას და მოწოდებას პარტიის აქტივისტები და მხარდამჭერები გამოეხმაურებიან და აქცია დიდ მასშტაბს შეიძენს. „ჩვენ ვიცით, რომ იმ პრობლემების დაძლევას და გადაჭრას, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, ვგულისხმობ ჯანდაცვის, ეკონომიკური, სოციალური კუთხით არსებულ გამოწვევებს – სჭირდება საკმაოდ დიდი რესურსი. მთავრობა ამ მიმართულებით საუბრობდა მასშტაბურ, ორ მილიარდიან ინტერვენციაზე. ყველა პრობლემის გადაჭრა, საკმაოდ დიდ რესურსებს მოითხოვს თუმცა, მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდანაც დავიწყოთ სოლიდარობის გამოხატვა იმისათვის, რომ საბოლო ჯამში, თითოეული ჩვენგანის წვლილი იყოს შეტანილი პრობლემების გადაჭრაში. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც კონკრეტული ხელშესახები პრობლემა შეექმნა ვირუსის გამო თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ადამიანების მიმართ გამოვხატოთ თანადგომა და ეს თანადგომა იყოს გამოხატული არა მხოლოდ სიტყვიერად არამედ, კონკრეტული ნაბიჯებით. სწორედ, ამას ემსახურებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის წევრებმა მიიღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 2, 2020 21:26

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics