ირაკლი კობახიძე : მიუხედავად აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც კონკრეტული პარტიები ცდილობდნენ, ხელისუფლებამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება შეძლო

მიუხედავად მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ცდილობდნენ, ხელისუფლებამ შეძლო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„მინდა, მოგილოცოთ წარმატებული არჩევნების ჩატარება. მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მთლიანობაში ჩვენ შევძელით, ხელისუფლებამ შეძლო ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის.

„ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, სწორედ მათ მუშაობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სტრუქტურების მუშაობაზე იყო დამოკიდებული ამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, მან მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და და აღნიშნა, რომ ცესკო-მ სათანადოდ შეასრულა თავისი ფუნქციები.

banner
წინა სტატიაშივსწავლობთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ზეწოლის, ძალადობის და მოსყიდვის თაობაზე – სახალხო დამცველი
შემდეგი სტატიაუკრაინამ 16-დან 60 წლამდე რუს მამაკაცებს უკრაინაში შესვლა აუკრძალა