ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: პრეზიდენტის ინსტიტუტის ანტისიმბოლო

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის არავითარი სიმბოლო არ არის, ასევე, ყველამ იცის, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა – წლებია, მან ეს ქვეყანა შეაწუხა.

„ჩამოვყალიბდეთ, ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა, თუ მესამე პრეზიდენტი. მე მგონია, არც ერთი არ არის. ყველამ ვიცით, მისი უკრაინის მოქალაქეობა რას ნიშნავს, შეაწუხა ეს ქვეყანა მთელი წლებია. რაც შეეხება მის მესამე პრეზიდენტობას, პრეზიდენტის ინსტიტუტის არავითარი სიმბოლო ის არ არის ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს ადამიანი ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად. ამაში შედის წამება, არაადამაიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და ა.შ. უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ის არის არა სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ – ანტისიმბოლო. ისევე როგორც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფალი იყო მაგალითად, მუსოლინი, ჩაუშესკო და ა.შ. არც ერთი მათგანი არ განიხილება არც იტალიის, არც რუმინეთის და ა.შ. სიმბოლობებად. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ანტისიმბოლოები არიან. ზუსტად ასეთივე ანტისიმბოლოა მიხეილ სააკაშვილიც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაუკრაინის სახალხო დამცველი: არის რაღაც, რასაც საქართველოს მთავრობა მალავს