ირაკლი კობახიძე : მიხარია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას ყავს ისეთი დირექტორი, როგორიც გიორგი კეკელიძეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეროვნული ბიბლიოთეკა პირდაპირ არის ინსტიტუციურად დაკავშირებული საქართველოს პარლამენტთან.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, ამ კედლებში ინახება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანძური. ერთ-ერთი უმთავრესი საგანძური და თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ამ საგანძურს ემსახურებით. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ძალიან მძიმე წლები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და აქ წარმოდგენილი ძალიან ბევრი ადამიანი იმ წლებში მთელი სულით და გულით ემსახურებოდა უმნიშვნელოვანეს საქმეს, საქვეყნო საქმეს. ძალიან მნიშვნელოვანი მძიმე წლები გამოვიარეთ და პრაქტიკულად ანაზღაურების, გარეშე ემსახურებოდით თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე მოხარულია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს შემოქმედებითად მოაზროვნე ჯგუფი.

„მიხარია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას ყავს ისეთ დირექტორი, როგორიც გიორგი კეკელიძეა. ერთი კვირის წინ შეხვედრა მქონდა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობასთან, სადაც სათითაოდ განვიხილეთ ყველა ის ინიციატივა, რომლებიც ითვალისწინებს ეროვნული ბიბლიოთეკის გაძლიერებას, მისი რესურსების შემდგომ განვითარებას და შეგვიძლია დღესვე დავდოთ პირობა, რომ პარლამენტისგან სრული მხარდაჭერა იქნება ყველა ამ ინიციატივის. თითოეული ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი თაობებისთვის დაწყებული ელექტრონული კატალოგებით, დასრულებული სოფლის ბიბლიოთეკების გაძლიერებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად წინსვლის პროცესში იყოს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაიკლ კარპენტერი : ჩვენ უკვე 10 წელია, ვაწვდით შეიარაღებას საქართველოს და ასევე გავაგრძელებთ
შემდეგი სტატიაცხვირში საჯაროდ თითი არ უნდა შეიყო და დანა ჩანგლით ჭამონ ესეც თუ არ იციან… – ელისაშვილი