6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ირაკლი კობახიძე – მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით

მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საუნივერსიტეტო სისტემაში სერიოზული დეფიციტია კადრების თვალსაზრისით.

„რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულების ლექტორებს, ორ წელიწადნახევრის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში შესაბამისი დისციპლინები და ამის შემდეგ მაქსიმალურად ვიზრუნებთ. ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში. შესაბამისად, როგორც კი დადგება ამის დრო და საჭიროება, მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ჰუმანიტარული მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშითსუ და სტუ აღარ გაერთიანდება
შემდეგი სტატიატექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა, მომდევნო აკადემიური წლისთვის სხვა დისციპლინებზე მიღება აღარ გამოცხადდება