10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: “მაღაროელების და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა”

“მაღაროელების და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის დებატებში განაცხადა

„რაც შეეხება ჭიათურას, სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული ამ საწარმოს ფუნქციონირებაში და ეხმარება საწარმოს იმისათვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და ყველა საკითხთან დაკავშირებით გვაქვს მუდმივი განხილვები შუამავლების გარეშე.

მაღაროელების და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები საერთოდ ანომალიაა. აქ საუბარია საწარმოზე, რომელიც სახელმწიფო ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს და როგორ შეიძლება დებატები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი და მარიამ ქვრივიშვილი ჭიათურაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფმა „მაღაროელი“ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“პრევენციის ნაწილში ამოქმედებულია ისეთი მექანიზმები, რომლებიც არასდროს ყოფილა არცერთ ეტაპზე ამ ქვეყანაში” – ლევან ჟორჟოლიანი კორუფციასთან
შემდეგი სტატიაკათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი – საპატრიარქოს განცხადება