ირაკლი კობახიძე: მადლობა უნდა გადავუხადოთ კახი კალაძეს, რომელმაც ახალი ენერგია ჩაბერა ქალაქის განვითარებას

„თბილისში ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. ძალიან სწრაფი ტემპით და მაღალი ხარისხით კეთდება ეს ყველაფერი. დღეს ვიყავით ამის კიდევ ერთხელ თვითმხილველი და რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ კახი კალაძეს, რომელმაც ახალი ენერგია ჩაბერა ქალაქის განვითარებას,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა. რეაბილიტაციის პროცესს თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს და მისი დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

banner
წინა სტატიაშისირიაში იარაღის საწყობის აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” საარჩევნო პროცესში საკუთარი კანდიდატით უნდა ჩაერთოს