ირაკლი კობახიძე: ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება რუსული პროპაგანდის შემადგენელია და მას არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ყველამ ვიცით, რომ ლუგარის ლაბორატორია არის დაკავებული კონკრეტული საქმეებით, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაზეც საუბრობენ რუსი პიარტექნოლოგები. ეს არის რუსული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაკობაურის ადვოკატები ნაფიც მსაჯულებს ითხოვენ