ირაკლი კობახიძე : კონსტიტუციაში ინფორმაციის გასაჯაროვებაზე უარის თქმის ოთხი საფუძველი რჩება

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციაში ინფორმაციის გასაჯაროვებაზე უარის თქმის ოთხი საფუძველი რჩება, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას, კომერციულ, პროფესიულ და პირად საიდუმლოებას ეხება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკითხზე გუშინ საღამოს იუსტიციის წარმომადგენლებთან განხილვები შედგა და მხარეები გარკვეულ პოზიციაზე შეჯერდნენ.
„იუსტიციის სამინისტროს პირვანდელი შემოთავაზება იყო ის, რომ პირდაპირ სამწვეროვანი ტესტი შემოგვეღო, რაც იმას გულისხმობს, რომ ევროკონვენციის სტანდარტი გადმოდის, თუმცა ამით ფართოვდება ჩარევის საფუძველი, რაც ჩემთვის მიუღებელია. ამ დონეზე ჩარევის გაფართოვებამიუღებელია ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისთვის. აქედან გამომდინარე, ოთხი პირობა რჩება, რომელიც ინფორმაციის გასაჯაროებას გამორიცხავს და ეს არის – სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. ეს ოთხი კრიტერიუმი ძალაში რჩება და უფრო მეტიც, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის აღიარების პირობები და საფუძვლები“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე : ჩვენი გუნდის წევრის მიმართ ბრალდებები და შეურაცხყოფა მიუღებელია
შემდეგი სტატია„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერიის დაჯარიმების მოთხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართა