21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებ-გვერდზე.

პრემიერის თქმით, ამ მდგომარეობას კრიტიკაც კი არ სჭირდება.

„კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებ-გვერდზე. ამას კრიტიკაც კი არ სჭირდება, უბრალოდ, კომიკურია ეს მდგომარეობა, რასაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გამო აკრიტიკებს, რომ უწყების ვებ-გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული.ც

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთი დღეს ჯიდაში, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრას უმასპინძლებს
შემდეგი სტატიაანდჟეი პოჩობუტი გაათავისუფლეს