ირაკლი კობახიძე – ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად, არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაში არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რა კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები შეიცვალონ.

„ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი. აქედან გამომდინარე, არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – პრეზიდენტი თავს არიდებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციებს