ირაკლი კობახიძე : ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უახლოეს დღეებში გაიმართება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უახლოეს დღეებში გაიმართება. მისივე თქმით, კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანია რათა ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი.

,,ჩვენ მზად ვართ ყველანაირი კონსულტაციებისთვის, რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი, როგორიც უნდა ჩამოყალიბებულიყო ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ალბათ, უახლოეს დღეებში უკვე გაიმართება ასეთი შეხვედრები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიხმაური იყო უბანზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა
შემდეგი სტატია“ბასტი ბუბუ” შესაძლოა, შენობის გარეშე დარჩეს