9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: “ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა გამონახოს ფასების შემცირების გზები…რთული საკითხია”

“ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა გამონახოს ფასების შემცირების გზები”- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე თავისუფალ ბიზნესს ეხება, შესაბამისად, ფასების შემცირების საკითხი რთულია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემცირდეს ფასები, ზოგადად, რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ფასებს, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ერთად ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით.

ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, რომ გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები და ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ჩვენ გვაქვს დაანონსებული პროცესი, რომელიც, მაქსიმუმ, აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა მანამდეც უნდა იყოს შესაძლებელი ფასების შემცირება. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან ამ მიზნის მისაღწევად,“- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
შემდეგი სტატია“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი