ირაკლი კობახიძე: “ხაბეიშვილის ადგილას, საკუთარ ამხანაგებზე მეც განაწყენებული ვიქნებოდი”

ხაბეიშვილის ადგილას, საკუთარ ამხანაგებზე მეც განაწყენებული ვიქნებოდი – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც დაკავებული ენმ-ს ლიდერის დღევანდელ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კობახიძე ამბობს, რომ ხაბეიშვილის ადგილას, ისიც გააკრიტიკებდა ოპოზიციას.

რაც შეეხება იმას, რატომ აკრიტიკებს ხაბეიშვილი ოპოზიციას, მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას. ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, წავიდა რისკზე, ამაში გაჰყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და მერე მიატოვეს შუა გზაზე. ხაბეიშვილის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა მადლობა ღმერთს ასეთი ამხანაგები მე არ მყავს“, – განაცხადა კობახიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკისები: ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა პატიმრობაში დატოვა, საქმე კი, არსებით განხილვაზე გადავიდა.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილის მოწოდება ოპოზიციას: “ხალხს აჩვენეთ გზა! გააკეთეთ ეროვნული მოძრაობა”
შემდეგი სტატია“არ გვეშინია, ეს ბრძოლა არ გაჩერდება” – აქტივისტების პასუხი “ოცნებას”