ირაკლი კობახიძე IRI-ს პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს, დენიელ ტვინინგს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოში გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ირაკლი კობახიძემ დენიელ ტვინინგს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქმიანობის მნიშვნელობა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის ვადა ამოეწურა