ირაკლი კობახიძე: IRI-ს კვლევის შედეგები NDI-ს მსგავსად, რეალობას არის აცდენილი

“ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის კვლევის შედეგები NDI-ს მსგავსად რეალობას არის აცდენილი.

“ჩვენი კვლევა გვიჩვენებს, რომ ჩვენსა და “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციებს შორის რადიკალური სხვაობაა. რამდენჯერმე აღემატება ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა მათი მხარდამჭერების რაოდენობას”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ IRI-ს კვლევის თანახმად, “ქართული ოცნებას” 20% უჭერს მხარს, ნაციონალურ მოძრაობას – 19 %. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინტიტუტმა ბოლო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 2016 წლის 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით 1500 ადამიანი გამოკითხეს.

banner
წინა სტატიაშიშანხაის აეროპორტში ხანძრის შედეგად არინ დაღუპულები და დაშავებულები
შემდეგი სტატიაირაკლი რუხაძე: საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა, რომ ჩვენ გავხდეთ პოლიტიკური ძალა