ირაკლი კობახიძე : ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტში იჭრებოდა, რას ნიშნავს პოლიტპატიმარი? აქ არის ძალიან სერიოზული კითხვები

პოლიტპატიმრებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც აწყობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას ივნისში, იჭრებოდნენ პარლამენტის შენობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, ეს სწორედ მათ მიერ დაორგანიზდა.

„რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მზად ვართ დისკუსიისთვის, თუმცა ამ დისკუსიას ბუნებრივია, დაბრკოლებას უქმნის მათი პოზიცია. ირაკლი ოქრუაშვილი ერთი წლის წინ იჭრებოდა პარლამენტის შენობაში, ეს არის ბრალდების საფუძველი. მან გუშინწინ ჩაიდინა ეს დანაშაული, წარმოიდგინეთ, რომ ხვალ ისევ ვიღაცამ სცადოს პარლამენტის შენობაში შემოჭრა, რეაგირება არ მოხდეს ამაზე? რას ნიშნავს პოლიტპატიმარი? აქ არის ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძის გამოსვლისას ოპოზიციამ დარბაზში სსრკ ჰიმნი ჩართო
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : მზად ვართ, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გავმართოთ და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე