ირაკლი კობახიძე: ინფორმაცია, რომ თითქოს ოპოზიციას შევთავაზეთ 110/40 პრინციპი არასწორია

“ინფორმაცია, რომ თითქოს ოპოზიციას შევთავაზეთ 110/40 პრინციპი არასწორია,” – ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციაც ესწრებოდა, საარჩევნო საკითხებზეც იმსჯელეს. კობახიძე ასევე აზუსტებს, რომ ეს არ იყო მოლაპარაკებები და არც კონკრეტული წინადადების დაყენება და პასუხების გაცემა ყოფილა.

“განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან. ბუნებრივია, განვიხილეთ ყველა აქტუალური საკითხი ამ საუზმის დროს. საარჩევნო თემასთან დაისვა კითხვები, ბუნებრივია ამაზეც იყო დისკუსია,” – ამბობს კობახიძე.

დღეს მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ხელისუფლება მზად არის დათანხმდეს პრინციპს, რომლის მიხედვითაც პარტია ვერ მიიღებს უმრავლესობას, თუ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს აიღებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული, რომ მთავარ პრინციპებზე შეთანხმება მოხდეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის პროპორცია, რასაც ხელისუფლება სთავაზობს, ვერ გადაჭრის 40%-თან დაკავშირებულ საკითხს. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ იმავე პრინციპს 100/50-ზე გადანაწილებაც აკმაყოფილებს, რაც მისივე შეფასებით, “უბრალოდ სისულელეა”.

ამ დრომდე ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციის მიმართა 100/50 პრინციპი იყო, ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ამბობს, რომ არჩევნები იმგვარი სისტემით უნდა ჩატარდეს, სადაც უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებს პარტია, თუ ის არჩვენებში 40%-ზე ნაკლებს მიიღებს. მოლაპარაკების მეორე პირობა პოლიტკური რეპრესიების შეწყვეტაა.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო ღონისძიებებზე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაონის მუნიციპალიტეტის მერი აგვისტოს ომში დაღუპული გიგა სახელაშვილის სახელობის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა