ირაკლი კობახიძე ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წელს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა.

“უწმინდესო და უნეტარესო, გილოცავთ აღსაყდრებიდან 40 წლისთავს! ვულოცავ სრულიად საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარულით, დაუღალავად იღწვით!

თქვენ ქართველ ხალხს სწორედ მაშინ მოევლინეთ, როდესაც მას სულიერების გასაძლიერებლად გამორჩეული წინამძღოლი სჭირდებოდა. თქვენი დამსახურებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება, აღდგა ეკლესია-მონასტრები და ქართველი ხალხი შემობრუნდა რწმენისა და ეკლესიისკენ. 40 წლის მანძილზე, თქვენი ლოცვა და მოღვაწეობა ყოველდღიურად აძლიერებს ჩვენს ხალხს და სამშობლოს.

გვაქვს უდიდესი პატივი, რომ თქვენი თანამედროვენი ვართ.

თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 40 წლისთავს! ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ უფლის სადიდებლად და საქართველოს საკეთილდღეოდ!”.

banner
წინა სტატიაშიზვიად რატიანს ტვინის შერყევა აქვს- ნაცემი პოეტი სასამართლოს წინაშე ვერ წარსდგება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს