ირაკლი კობახიძე : გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერიდან ქრთამის ნიშნები იკვეთება

ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის სატელეფონო საუბრის შინაარსს კიდევ ერთხელ ეხმაურება „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და აცხადებს, რომ საუბარში ჩანს ბატონყმური დამოკიდებულება. მისივე განცხადებით, საუბრის შინაარსიდან გამომდინარე ეჭვი ჩნდება ქრთამზეც. ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ რუსთავი 2-ის საქმე უზენაეს სასამართლოში ანალოგიური დამოკიდებულებით არ განიხილება.

”საუბრის შინაარსიდან გამომდინარე აშკარად ჩანს, როგორია დამოკიდებულება ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელსა და საქალაქო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს შორის. ჩანს, რომ ეს დამოკიდებულება არის ბატონყმური. შემაშფოთებელია ისიც, რომ როგორც გვარამიამ ბრძანა საუბარი ჩაწერილია მაშინ, როცა საქალაქო სასამართლოში ”რუსთავი 2”-ის საქმე იხილებოდა. გარდა ამისა, ნიკა გვარამია სასამართლოს თავმჯდომარეს პირდაპირ ჰპირდება მატერიალურ სარგებელს და იკვეთება ეჭვი და ნიშნები ქრთამის გადაცემის თაობაზე, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული”,- განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისენაკის გამეგებლს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიანანა თხელიძეს ქართულ საარჩევნო ტექნოლოგიაში ახალი სტანდარტი შემოაქვს