ირაკლი კობახიძე – გუშინ ვნახეთ ოთხი პარტია, 40 „ენჯეო“, მთელი „დიფ სთეითი“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება და „2 000 ქართველ ხალხზე“ მეტი ვერ გამოიყვანეს

გუშინ ვნახეთ ოთხი პარტია, 40 „ენჯეო“, მთელი „დიფ სთეითი“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება და „2000 ქართველ ხალხზე“ მეტი ვერ გამოიყვანეს, ბოლომდე გაინადგურა თავი მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, რადიკალური ოპოზიცია თავს ინადგურებს, ქვეყანა კი ვითარდება.

„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო ინადგურებს თავს, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაში“რას ეწევი, ძმაო?” – რატომ დაუსვეს ეს შეკითხვა მწერალ ალეკო შუღლაძეს TikTok-ზე?
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – მოსახლეობას დავპირდი, რომ უსახლკარო სტატუსის მქონე 400-მდე ოჯახი საცხოვრისით დაკმაყოფილდებოდა და ეს დაპირება ოქტომბრამდე შესრულდება