ირაკლი კობახიძე: გუშინ დილიდან ნოდარ მელაძემ იცოდა ყველაფერი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუშინ დილითვე ნოდარ მელაძეს ჰქონდა გარკვეული სახის ინფორმაცია, რომლის შესახებაც დღეს შსს-ში ისაუბრებენ.

“გუშინ დილიდან ნოდარ მელაძემ იცოდა ყველაფერი, მიუხედავად ამისა მან თავისი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა პოლიტიკური ქულების ჩაწერა რაც არის უკიდურესად ამორალური საქციელი.

რა იცოდა ნოდარ მელაძემ ამას გეტყვით შსს. რაც გუშინ დილით იცოდა ნოდარ მელაძემ და არ ვიცოდი მე, ამას მალე გაიგებს საზოგადოება,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაკანონმდებლო ორგანოსთან ხმაურია- მედიის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლას ცდილობენ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ჟურნალისტს: შეწყვიტეთ ჩემი და ამ ქვეყნის დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით