ირაკლი კობახიძე : გუნდის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება

გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს, ჩვენი გუნდი არის ერთიანი – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გუნდის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ ყველა სუბიექტურ ინტერესებს გვერდზე გადადებს, ამ შემთხვევაში ყველა იქნება გუნდის წევრი.

„ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. გუნდის ერთიანობას, ზოგადად, საფრთხე არ ემუქრება. თუ ვინმე კონკრეტული ერთი, ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში შეიძლება, კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, მაგრამ გუნდის ერთიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ახალ პარტიას ან ფრაქციას ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, კობახიძე ამბობს, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილს ჰგონია, რომ რეიტინგი აქვს და თუ დაბრუნდა წითელი ხალიჩით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება – სესიაშვილი
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” ბინის გამქირავებლებისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებას ითხოვს