ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე – ქვეყანას თუ სჭირდება, შესაძლოა, მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოალიციურ პარტნიორობა „ნაციოანალურ მოძრაობასთან“ გამორიცხულია.

მისივე თქმით, ასევე გამორიცხულია პარტნიორობა გიორგი გახარიას პარტიასთან.

„რაც შეეხება პოტენციურ კოალიციურ პარტნიორობას კონკრეტულ პარტიებთან, „ნაციოანალურ მოძრაობასთან“ ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გამორიცხულია. დარწმუნებული ვართ, რომ ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რაც ჩვენ გვაქვს ამ პარტიასთან, მომავალშიც არ აღმოიფხვრება. ისინი ვერ შეიცვლებიან, ეს საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის.

რაც შეეხება გახარიას, პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკაში თუ ზოგადად პრაქტიკაში არსებობს მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე. პოლიტიკაში ხდება ასეთი რამ, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია. თუ ქვეყანას სჭირდება, შესაძლოა, მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს – ვერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული