ირაკლი კობახიძე გიორგი ალიბეგაშვილს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი ალიბეგაშვილს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს:
„ვულოცავ ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და საპატიო თანამდებობაზე – ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ბატონი გიორგი უხელმძღვანელებს იმ სტრუქტურას, რომელსაც ჩვენი მშობლიური ქართული ენის დაცვა და განვითარება ეკისრება. ეს კი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ქართულ ენაზე მოსაუბრე ნებისმიერი ადამიანისთვის გამორჩეული მნიშვნელობისაა. შესაბამისად, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, და ამავდროულად – უდიდესი პატივიც.

სახელმწიფო ენა არის ის ფუნდამენტი, რომელსაც ერის კონსოლიდაცია ეფუძნება, რომელიც გარანტია ეროვნული იდენტობის, ღირებულებების და თვითმყოფადი კულტურის დაცვისა. ქართველმა ერმა მშობლიური ენის, სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად საუკუნეების განმავლობაში, მრავალ განსაცდელს გაუძლო. ჩვენი და ყოველი მომდევნო თაობის უმთავრესი ვალია, ეს საგანძური დავიცვათ, განვავითაროთ და ყველამ ერთად ვიზრუნოთ მასზე.

ჩვენ ქართული ენის დაცვა ავიყვანეთ ქვეყნის უმთავრესი კანონის – საქართველოს კონსტიტუციის დონეზე. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ალიბეგაშვილი უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფო ენის დაცვას და იქნება ქართული ენის განვითარებაზე ზრუნვის გარანტი”- წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიBjörk უკვე თბილისშია
შემდეგი სტატიასაქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს – კვირიკაშვილი