ირაკლი კობახიძე: გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, წყალტუბოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მობილიზებულები არიან ერთგვარი ზონდერ ჯგუფის წარმომადგენლებიც, რომლებიც, მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მეზობელი რაიონიდან არიან ჩამოყვანილები.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც,“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „თავისუფალი ზონის“ წევრებთან ერთად გარდაბანში დადგმული სპექტაკლის გამეორებას ცდილობენ.

“თქვენ იცით, რომ გარდაბანში ისინი ძალიან დიდი სხვაობით აგებდნენ არჩევნებს და იმისათვის, რომ შეეფუთად ეს ყველაფერი, დადგეს სპექტაკლი „თავისუფალი ზონის“ მონაწილეობით. ველოდებით, რომ ასეთივე სპექტაკლები დადგან იმისათვის, რათა ფონი გააფუჭონ, მაგრამ ეს საერთო სურათს მაინც ვერ შეცვლის. საერთო სურათი იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს საკადრის პასუხს მოსახლეობისგან და ჩვენ მივიღებთ ჩვენს ღირსეულ შედეგს ამ არჩევნებში“,-განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ „ქართული ოცნება“ 22 მაისის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

 

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) კორცხელის #53 უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ, ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია გარკვეულ უბნებზე”