ირაკლი კობახიძე – გია ვოლსკისთან შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხო

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარლამენტში ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ლიდერთან, გია ვოლსკისთან შეხვედრაზე საუბარი ჰქონდათ საარჩევნო კოდექსზე, რომელშიც გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საუბარი ძირითადად საარჩევნო ოლქების საზღვრების საკითხს შეეხებოდა.
“ჩვენ შეხვედრაზე განვიხილეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული ვარიანტი შეიძლება არ შეესაბამებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენი ამოცანაა, ყველა კითხვის ნიშანი მოვხსნათ. ამ კუთხით გადაისინჯება კანონპროექტი და ისე იქნება წარდგენილი მეორე მოსმენით.
საუბარია საარჩევნო ოლქების საზღვრებზე, გამოთანაბრებაზე და ეს გამოთანაბრება იქნება უზრუნველყოფილი უფრო მკაცრი ზომით. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საარჩევნო კოდექსი ჩამოყალიბდეს ისე, რომ ის იყოს სრულად შესაბამისი არჩევნების თანასწორობის პრინციპთან”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო სესხის პროცენტი 8564 ადამიანს გაუძვირდება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ბიძინას გადასაწყვეტია, რა სტატუსით ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში