ირაკლი კობახიძე ღირსეულად მიუძღვება ღირსეული მამის დაწყებულ საქმეს – მანველიძე

ირაკლი კობახიძე ღირსეულად მიუძღვება ღირსეული მამის დაწყებულ საქმეს, – ასე ეხმაურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „ირაკლი კობახიძე КГБ-ს აგენტის შვილია“.

როგორც მანველიძე აცხადებს, სამწუხაროა, რომ ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს ავიწყდებათ პროფესიული ეთიკის ნორმები.

„სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებ ირაკლი კობახიძეს, საქართველოში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის შთამომავალს, რომელიც ღირსეულად მიუძღვება ღირსეული მამის დაწყებულ საქმეს – გახადოს საქართველო ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული დიდ ევროპულ ოჯახში! სამწუხაროა, რომ ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს ავიწყდებათ პროფესიული ეთიკის ნორმები“, – აცხადებს მანველიძე, რომლის კომენტარსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ განაცხადა: „ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა”.

banner
წინა სტატიაშიძალიან იმედგაცრუებული ვარ… პრეზიდენტი ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებს – იან კელი
შემდეგი სტატიაისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის მზადაა ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგისთვის