25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: პასუხები გავეცით სპეკულაციებს, თუმცა ოპოზიცია სპეკულაციებით საუბარს გააგრძელებს

მამუკა მდინარაძემაც განმარტა და ჩვენც პასუხები გავეცით სპეკულაციებს, თუმცა ოპოზიცია სპეკულაციებით საუბარს გააგრძელებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია სპეკულაციებით საუბარს გააგრძელებს.

„ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მამუკა მდინარაძემაც განმარტა ყველაფერი და ჩვენც პასუხები გავეცით ამ სპეკულაციებს. თუმცა, ოპოზიცია სპეკულაციებით საუბარს გააგრძელებს“
, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიიყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში- კობახიძე
შემდეგი სტატიალევან ცუცქირიძე: “ქართული ოცნების” რეჟიმი უნდა წავიდეს, ამ ხალხმა პასუხი უნდა აგოს