ირაკლი კობახიძე : განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ადას პათეტიკური, საინტერესო გამოსვლისთვის

განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ადას, პათეტიკური, საინტერესო გამოსვლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ადა მარშანიას პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლას.

„რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ისეთი განცხადებები, როგორიც თქვენ გააკეთეთ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ნამდვილად არ უწყობს ხელს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მომავალში უმჯობესია სახელმწიფოებრივად სწორი და გამართული განცხადებები გააკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ადა მარშანიას განცხადებით, ქვეყნის არასწორი პოლიტიკური შედეგის გამო, საქართველოს პარლამენტში ის ერთადერთი აფხაზი დეპუტატია.

banner
წინა სტატიაში(video) “რა გეშველებათ თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო”- ადა მარშანიას მიმართვა კობახიძესა და “ქართულ ოცნებას”
შემდეგი სტატიაწულუკიანი ბოკუჩავას: “თქვენ ხართ ლამაზი ქალი და ხართ განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას”