ირაკლი კობახიძე გახარიას ინიციატივაზე – მზად ვართ, ყველასთან დავსხდეთ, მოღალატეების, იმ ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების გარდა, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნები ამოძრავებთ

მზად ვართ, ჩვენ ყველასთან დავსხდეთ, მოღალატეების, იმ ადამიანებისა და იმ პოლიტიკური ძალების გარდა, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნები ამოძრავებთ, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც გიორგი გახარიას ინიციატივას შეეხებოდა.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარია გუშინ განაცხადა: „როცა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მისი წარსული ნაბიჯებიდან გიორგი გახარიას ამ საკითხზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.

„მზად ვართ, ჩვენ ყველასთან დავსხდეთ, მოღალატეების გარდა, იმ ადამიანებისა და იმ პოლიტიკური ძალების გარდა, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნები ამოძრავებთ. რა თქმა უნდა, ყველა დანარჩენთან დავსხდებით და ვიმუშავებთ, თუმცა არ მგონია, რომ გიორგი გახარიას ამაზე საუბრის მორალური უფლება ჰქონდეს, მისი წარსული ნაბიჯებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ვის გულისხმობთ მოღალატეებში „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ გიორგი გახარიას, კობახიძემ აღნიშნა: „ჩემთვის ორივე ერთია“.

banner
წინა სტატიაშისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დაამტკიცა
შემდეგი სტატიადამპყრობლებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს ცეცხლი გაუხსნეს