ირაკლი კობახიძე გახარიას განცხადებაზე – მოღალატეების გარდა, ყველასთან დავსხდებით და ვიმუშავებთ

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან დაჯდეს სასაუბროდ, „გარდა მოღალატეებისა“. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მოწოდებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად პოლიტიკური პარტიების ერთად დადგომასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ყველასთან მზად ვართ დავსხდეთ, გარდა მოღალატეებისა. გარდა იმ ადამიანებისა, იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნები ამოძრავებთ. ყველა დანარჩენთან, რა თქმა უნდა, დავსხდებით და ვიმუშავებთ, თუმცა მე არ მგონია, რომ გახარიას ამაზე საუბრის მორალური უფლება ჰქონდეს, მისი წარსული ნაბიჯებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდნენ
შემდეგი სტატიარუსეთი დეფოლტის თავიდან აცილებას ცდილობს, ორი ევრობონდი დოლარში დაფარა – REUTERS