ირაკლი კობახიძე – „ევროპული საქართველო“ 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნას გეგმავს

მოვუწოდებ ყველას, მშვიდად მიიღონ არჩევნების შედეგები და საარჩევნო კომისიებს მისცენ შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ერთ საათზე ნაკლები რჩება „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების გამოცხადებამდე. მოვუწოდებ ყველას, მშვიდად მიიღონ არჩევნების შედეგები და რაც მთავარია, საარჩევნო კომისიებს მისცენ შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა.

ერთი მცირე, დამატებითი ინფორმაცია. „ევროპული საქართველო“ გეგმავს 20:00 საათისთვის ხელოვნური რიგების შექმნას, მათ შორის, იმ აქტივისტების მონაწილეობით, რომლებსაც უკვე მიცემული აქვთ ხმა. შეგახსენებთ, წესი არის შემდეგი: 20:00 საათისთვის, როცა უკვე დაიხურება უბნები, ამოწმებენ ვინ დგას რიგში და იმ ადამიანებს აქვთ ხმის მიცემის საშუალება. ამის გაპროტესტებას გეგმავენ, რაც არის კანონსაწინააღმდეგო მოვლენა.

მინდა, ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოვუწოდო აქტიურობისკენ. ყველას მოგიწოდებთ, გაიზიაროთ „ქართული ოცნების“ გამარჯვება და ბოლო ერთი საათის განმავლობაში მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური: N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ომბუდსმენის წარმომადგენლებს მსჯავრდებულები თავს კი არ დაესხნენ, არამედ უყურადღებობის გამო უსაყვედურეს
შემდეგი სტატიახმის მიცემის პროცესი შეწყდა