ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 14, 2018 15:42

ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა

მნიშვნელოვანი

  • დღეს ევროპარლამენტმა გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი შეაფასა.

სხვა სტატიები

დღეს ევროპარლამენტმა გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი შეაფასა.

როგორც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების” ოფისში განაცხადა, ევროპარლამენტისგან მათ მოისმინეს ის დემოკრატიული მიღწევები, რომელიც საქართველოს გააჩნია. კობახიძის თქმით, ხელისუფლების უმთავრესი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ, ევროპარლამენტის და ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან აღიარება იმ მიღწევებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით აქვს, დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კუთხით და სოციალური მიმართულებით. აღიარებულია, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, რითაც ჩვენ ვამაყობთ. ასევე უნდა ითქვას, რომ ეს განცხადებები იმის პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ საბოლოო მიზნის მისაღწევად. საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში სრული ინტეგრაცია. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია საქართველოს დაახლოება ევროპასთან, დასავლეთთან და ეს იქნა აღიარებული ევროპარლამენტის მიერ.

სისტემური კორუფცია განსაკუთრებით მაღალ დონეზე ჩავაბარეთ წარსულს, თუმცა რა თქმა უნდა, საუბარია გამოწვევებზე და ეს არის ის გამოწვევები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი განსაკუთრებული ინტერესისა და ზრუნვის საგანი”,- განაცხადა კობახიძემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 14, 2018 15:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,697
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics