32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას ევროინტეგრაციის ეკონომიკური გავლენები შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უპირველესად შიდა ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული და არა რომელიმე გაერთიანების წევრობაზე.

კობახიძის თქმით, 2003 წლიდან დღემდე საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა, რაც აღემატება იმ ქვეყნების მაჩვენებელს, რომლებიც ამ პერიოდში ევროკავშირის წევრები გახდნენ (მაგალითად: ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი და სხვა).

პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას აქვს როგორც პოლიტიკური სარგებელი, ისე „გვერდითი მოვლენები“ — მაგალითად, შესაძლო უარი გარკვეულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რაც გავლენას ახდენს იმპორტ-ექსპორტსა და ტურიზმზე.

კობახიძის განმარტებით, მთავარი ამოცანა ქვეყნის შიგნით სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის კუთხით საქართველო 2003 წლიდან დღემდე მოწინავე პოზიციებზეა და ევროინტეგრაციის პროცესში არსებული პლუსებისა და მინუსების დაბალანსებაა საჭირო.

banner
წინა სტატიაში“არცერთ ვითარებაში ჩემგან თხოვნას არ მიიღებთ”- ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიაEDB-ის გაფართოების გეგმა: სიაში საქართველოც მოხვდა