ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მძიმე ვითარება მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას და მოსწავლეთათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის და ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ აღებული კურსი, რაც კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას და აღებული ვალდებულებების შესრულებას წარმოადგენს, კვლავაც ქვეყნის საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველყოფად, ევროკავშირის მხრიდან დახმარების გაგრძელების მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხები საერთაშორისო ფორუმების და ორმხრივი შეხვედრების დღის წესრიგში აქტიურად განიხილებოდეს.

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკური მრჩევლებიც დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ დანაშაულის პრევენციის მიზნით დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ამოიღო
შემდეგი სტატიაპანკისის სპეცოპერაცია და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – უხუცესები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ