ირაკლი კობახიძის აცხადებს, რომ “ევროკავშირი დღითიდღე და წლიდან წლამდე სუსტდება“.
როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, “ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის “დამსახურებით” უკან იხევს.“
თუკი თანამედროვე სამყაროში ვინმე და რამე უკან იხევს, ეს არის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის “დამსახურებით”. ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, პრესის თავისუფლება – ევროკავშირი უკან იხევს. ეს იმ საქმიანობის შედეგია, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია დღემდე ეწევა […] ევროკავშირი დღითიდღე სუსტდება, წლიდან წლამდე სუსტდება […] ევროკავშირი წლიდან წლამდე, სწრაფი ტემპებით კარგავს კეთილდღეობასაც და იდენტობასაც, – განაცხადა კობახიძემ.
















