ირაკლი კობახიძე ეთანხმება პრემიერს, რომ ვინც ქვეყნის საგარეო კურსს არ იზიარებს, „ქართულ ოცნებაში“ არ უნდა იყოს

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირალი კობახიძე ეთანხმება პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას, რომ ვინც ქვეყნის საგარეო პოლიტკურ კურსთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სტრატეგიულ ხაზს არ იზიარებს, საარჩევნო სიაში არ იქნება.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ქართული ოცნება“ აპირებს, თვისობრივად განახლებული და გაძლიერებული გუნდი წარუდგინოს საზოგადოებას.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხვალ პარტიის რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართება და რამდენიმე ახალ სახეს საზოგადოება ყრილობაზე იხილავს.

ჟურნალისტების კითხვაზე, გაეგზავნა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს მოსაწვევი, კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ზეპარტიულია და ამ საკიხთთან დაკავშრებით ხშირად აკეთებს განცხადებას თავად გიორგი მარგველაშვილიც.

„შესაბამისად პარტიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი არ დასწრებოდა ამ ყრილობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ყრილობაზე მიწვეული არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობის მოსაწვევი მიიღო
შემდეგი სტატიაონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ